14/03/2024
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ხილი
✅ ხილი მდიდარია საკვები ნივთიერებებით და უზრუნველყოფს ორგანიზმს სხვადასხვა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხილი შეიცავს ვიტამინს, თუმცა სხვადასხვა შემცველობით;
✅ ხილის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადებების განვითარების რისკს, მათ შორის, გულის დაავადებების, სიმსივნის, დიაბეტის;
✅ ხილი შეიცავს ანტიოქიდანტებს. ისინი ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს აზიანებენ და ზრდიან სიმსივნის განვითარების რისკს;
✅ ხილში არსებული წყლის შემცველობა დეჰიდრატაციის თავიდან აცილებაში გვეხმარება. დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს: გრეიპფრუტი, ვაშლი, საზამთრო, მარწყვი;
✅ ხილი სასარგებლოა კანის ჯანმრთელობითვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ხილის მიღება, რომელიც მდიდარია A და C ვიტამინებით. ეს ვიტამინები ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას;
✅ აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.(მაგალითად, ანანასი, ბანანი, მარწყვი);
✅ აძლიერებს ძვლებსა და კუნთებს. სასარგებლოა ქლიავი, მოცვი, ავოკადო;
✅ აძლიერებს გონებასა და ტვინს. ეხმარება დაზიანების არიდებაში. ამ თვისებით გამოირჩევა: მოცვი, კენკრა, მაყვალი, ფორთოხალი, მარწყვი;
✅ ხილი შეიცავს ბოჭკოს, რაც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, ეხმარება წონის კლებაში;
✅ ხილი ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით. ამისათვის კი საჭიროა შედარებით ნაკლები შაქრის შემცველი ხილის მიღება
ავტორი: მარიამ ფოლადაშვილი