Blogtor by Oho Solutions

Website

Blogtor by Oho Solutions Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Blogtor by Oho Solutions, Health Food Shop, 14th Street of te Village Skhvitori, Sachkhere Municipality, Sach'khere.

მოგესალმებით, ეს სივრცე გაჯანსაღებას, სწავლასა და ერთად ზრდას ეძღვნება.
ვარ ინსულტგადატანილი, დედა და ცხოვრებისეული გზის მოყვარული.
აქ გაზიარდება რჩევები, მეცნიერულად დამყარებული ცნობები და პირადი ამბები ტვინზე, ტრადიციულ სიბრძნეზე და შინაგან გარდაქმნაზე.

Yes—mostly authentic, but “against scorpion venom” needs clarification.Anthropic reported the research on October 20, 20...
22/10/2026

Yes—mostly authentic, but “against scorpion venom” needs clarification.

Anthropic reported the research on October 20, 2026:

* Claude generated 318,484 protein designs in 64 hours using specialist tools.
* 211 selected designs underwent laboratory testing; 17 demonstrated binding to scorpion toxins.

Binding to a toxin does not establish that a protein neutralizes it. The researchers have not demonstrated protection in cells, animals, or humans. Also, the 64 hours covered computational design—not the subsequent laboratory testing.

So the post describes real, promising early research, but a working antivenom has not yet been developed.

Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა Claude-მა 64 საათში მორიელის შხამის საწინააღმდეგოდ 318 484 ცილა დააპროექტა, რომელთაგან 17-მა ლაბორატორიული ტესტირება წარმატებით გაიარა. ეს ჯერ კიდევ არ არის მზა მედიკამენტი, თუმცა კვლევის მონაცემები უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია, რაც მეცნიერებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

https://techcrush.ge/tech/claude-scorpion-toxin-binders/

22/10/2026

ჩაჟაში მთელი მისი დიდებულებით 🇬🇪

21/10/2026

მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თავად დაგეგმოს საღამოები და გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები სამზარეულოში/ ყოვდლდღიურ ცხოვრებაში, ეს მათ ტვინს უკეთ განვითერებაში ეხმარება 🤗

21/10/2026

„ყველაფერი ჩემით გავაკეთე, დახმარება არ დამჭირვებია!“ 🍿🧠
ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ მყუდრო საოჯახო კინო-საღამოა: ხის კოვზი, სკამზე აწეული ფეხის წვერები და დამოუკიდებლად მომზადებული პოპკორნი. თუმცა ნეირომეცნიერებისა და ბავშვის განვითარების კუთხით, ასეთი მომენტები ნამდვილი საგანძურია:
✨ აღმასრულებელი ფუნქციების (Executive Function) გავარჯიშება: სამზარეულოს მარტივი საქმეები ააქტიურებს თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქს — ბავშვი სწავლობს მოქმედებების თანმიმდევრობის დაგეგმვას, მოტორულ კოორდინაციასა და ყურადღების კონცენტრაციას.
✨ „მე შემიძლია“ — თვითრწმენის ჩამოყალიბება: როდესაც ბავშვს ვაძლევთ რეალური, თუნდაც პატარა საქმის დამოუკიდებლად შესრულების საშუალებას, ტვინში მყარდება რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.
✨ „Serve and Return“ — ემოციური კავშირი: „მამა, მოდი, თორემ კინოს გამოტოვებ!“ — ეს გულწრფელი ემოცია, სხვებზე ზრუნვა და ურთიერთობა აძლიერებს სოციალურ ინტელექტსა და უსაფრთხო მიჯაჭვულობას.
ბავშვის ტვინის განვითარებისთვის ყველაზე ძვირფასი გაკვეთილები ზოგჯერ სპეციალურ სავარჯიშოებში კი არა, ზუსტად ასეთ ყოველდღიურ, თბილ საღამოებში იმალება. 🎬✨
#ბავშვისგანვითარება #მშობლობა #ოჯახი #აღზრდა #ტვინისგანვითარება #პოპკორნი #კინოსაღამო #ალექსაიღიმის

21/10/2026

‼️⚽ ,,ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად სწორედ ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. მე კარგად ვიცი ეს გრძნობა, კვარა.
მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე ერთ რთულ მომენტს იმის საშუალება, რომ საკუთარ შესაძლებლობებსა და იმაში შეგეპაროს ეჭვი, თუ რამდენად შორს შეგიძლია წასვლა.
შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის!" | კრიშტაინუ რონალდუს მიმართვა ხვიჩას

21/10/2026

"ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.

დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე?

არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.

ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით" - წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

The Athletic-ის ცნობით, პარი სენ-ჟერმენმა დაადასტურა, რომ ქართველი გარემარბი ოპერაციას გაიკეთებს

20/10/2026

ბოლომდე სანახავი მეორე ვლოგი 🤗 #ინსულტი #ტვინი #ჯანმრთელობა #მოტივაცია by .Solutions

03/10/2026

"ამ წუთებში იტალიის სენატში ხდება ის, რაც შეუძლებელი იყო გასული ათწლეულების განმავლობაში - მიმდინარეობს ფილმის ჩვენება - ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელშიც მოთხრობილია რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე აფხაზეთში და ქართველთა გენოციდზე, რომელიც ორკესტრირებული იყო რუსი ომის დამნაშავეების მხრიდან. ფილმს მოყვება დისკუსია [...]

ფედერალისტები, აფხაზთა კრება, თავისუფლების ინსტიტუტი და ტაბულა ამ კამპანიას ვეწევით 2022 წლის მაისიდან, რათა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, რომელიც ეთნიკურ ჭრილში განიხილებოდა აქამდე, იმისთვის, რომ რუსეთს შეძლებოდა მისი მონაწილეობის, მისი აგრესიული როლის უარყოფა, წარსულს ჩაბარდეს და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი - რომ ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამოცანა იყო არა საქართველოს ტერიტორიის დაპყრობა, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისთვის ხელის შეშლა.

ასევე, ჩვენ ვაპირებთ ვიუსაუბროთ იმაზე, რომ დღევანდელი რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ერთი ერთში იმეორებს იმ სულისკვეთებას, რაც მაშინ რუსეთის აგრესიულ ძალას ჰქონდა. ისინიც მაშინ მშვიდობის სახელით მოქმედებდნენ და რეალურად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ქართველთა გენოციდი" - ამბობს ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

გაგრის აღების დღეს, იტალიის სენატში მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის – დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ჩვენება, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია. ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს.

ფილმის ერთსაათიანი ჩვენების შემდეგ, რომის დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათზე), დისკუსია გაიმართება

02/10/2026

ისევ დაიწყო გრიპების სეზონი და გიზიარებთ ბუნებრივი საშუალების რეცეპტს იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რომელსაც მე და სლექსანდრა ერთად მივირთმევთ და მარტივად, გართულების გარეშე ვუმკლავდებით გრიპებს უწამლოდ.
რეცეპტი👉მეოთხედი კოჭა (ჯინჯერი) გათალეთ და გახეხეთ, წვრილად დაჭერით ნახევარი ლიმონი კანთან ერთად და ორივე მათგანი ერთ ჩაის კოვზ დაფქულ კურკუმასთან ერთად მოათავსეთ ბლენდერის კონტეინერში, მეორე ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ კონტეინერში, დაამატეთ 4 სუფრის კოვზი თაფლი და დააბლენდერეთ. კარგია, თუ ნახევარ ჩაის კოვზ დარიჩინის სუნელსაც დაამატებთ. ეს მიქსი ერთი საათით გააჩერეთ მაცივარში თავდახუეული კონტეინერით. მიირთვით დღის განმავლობაში ჩაის კოვზით ან ჩაამატეთ გაგრილებულ პიტნის ჩაიში 2-3 ჩაის კოვზი და მიირთვით ჩაის სახით. ალექსანდრას ძალიან მოსწონს პიტნის არომატი 🥰
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ოქტომბერს ✨

"ეს შენ არ ხარ — ეს შენი ტვინის ქიმიაა", ჩანაწერი წიგნის, "Activate Your Brain", და პირადი გამოცდილებების შთაგონებით.ხან...
27/07/2025

"ეს შენ არ ხარ — ეს შენი ტვინის ქიმიაა",
ჩანაწერი წიგნის, "Activate Your Brain", და პირადი გამოცდილებების შთაგონებით.

ხანდახან, უეცრად, მეჩვენება, თითქოს ჩემ სხეულში ჩავიჭედე;

თითქოს ყველა კუნთი დამძიმდა და გამიშეშდა. მოძრაობაც მიჭირს.
სხვა დროს უეცრად მემატება სურვილი რაღაცის მიმართ (ტკბილის, ან შემწვარი პროდუქტის... — ან განწყობა ისე მეფუშება, თითქოს არაფერმა გამოიწვია. თავს უსუსურად ვგრძნობ, დაბინდულად. ადრე ვფიქრობდი, რომ რაღაც ფუნდამენტურად არ იყო რიგზე ჩემში. რომ შეიძლება სუსტი ვიყავი, ან სხვებივით ვერ ვუმკლავდებოდი ცხოვრებას.

მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე წიგნი, რომელმაც იმაზე მეტი გამაგებინა, ვიდრე ველოდი:
"Activate Your Brain" "გაააქტიურეთ თქვენი ტვინი — ავტორი სკოტ ჰალფორდი.

ამ წიგნმა თვალი ამიხილა ერთ დიდ აღმოჩენაზე:
ეს უცნაური სხეულის შეგრძნებები — უბრალო ემოციები კიარა, ქიმია იყო.
მერე მივხვდი — ეს ყველაფერი ტვინის მიერ გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების (ჰორმონებისა და ნეირომედიატორების) შედეგია, რომლებიც კონკრეტულ მომენტში ჩემზე გავლენას ახდენენ.

💥 გამაგრებული სხეული? შესაძლოა, კორტიზოლის მოზღვავება — ანუ სტრესზე რეაქცია.
🍫 უეცარი ლტოლვა? შესაძლოა, დოფამინის ან სეროტონინის დისბალანსი.
🌧 უეცარი განწყობის დაცემა? იქნებ ოქსიტოცინის ან ენდორფინების დაქვეითება.

და როცა ამას მივხვდი, ეს შინაგან გამონათებას ჰგავდა:
მე არ ვარ ჩემი ტვინის ქიმია.
ის ჩემს მდგომარეობაზე ზეგავლენას ახდენს — მაგრამ ვერ მმართავს, თუ არ მივცემ უფლებას.

ამ ცნობიერებამ ძალა მომცა.
ძალა შევჩერდე, დავაკვირდე და ვთქვა:
„ეს მე არ ვარ, ეს ჩემი ტვინის რეაქციაა. და შემიძლია, რაღაც შევცვალო.“

არაა მარტივი, მაგრამ ახლა ეს „უცნაური მომენტები“ აღარ მაფრთხობს.
ისინი ჩემი სისუსტე არ არის — ეს სიგნალებია. და ნელ-ნელა ვსწავლობ მათ წაკითხვას.

თუ ოდესმე გაგიჩნდა შეგრძნება, რომ თითქოს შენ არ ხარ შენ — წუთით, საათით ან მთელი დღეებით — შეიძლება ეს შენი ბრალი არ იყოს.
შეიძლება, ეს უბრალოდ ქიმიაა.
და შესაძლოა, ამ ცოდნამ გზა გაგიხსნას უკეთესი რეალობისკენ.
ფერადი პოსტერი ასახავს წიგნის"გააქტიურეთ თქვენი ტვინი"-ს იდეას, რომ ჩვენი ტვინის ფუნქციების და აქტივობის მექანიზმის ცოდნა დაგვეხმარება გავერკვეთ, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი სხვადასხვა სიტუაციებში და ცნობიერად ვაკონტროლოთ სხვადასხვა სიტუაცია, რაც დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია სტრესის შესამცირებლად, ემოციური რეგულაიცისთვის, ყოველდღიური საქმეების შესასრულებლად, ურთიერთობების სამართავად და პირადი მიზნების მისაღწევად. საკუთარი გონების მართვა საკუთარი ბედის შექმნას, მეტ თავისუფლებას და უკეთეს ცხოვრებას ნიშნავს ავტომატურად.
ავტორი წიგნში ხაზს უსვამს შემდეგ საკითხებს:

გონებრივი ფიტნესი: ის ხაზს უსვამს გონებრივი ფიტნესის მნიშვნელობას და გვთავაზობს ტექნიკას კოგნიტური შესაძლებლობების გასაძლიერებლად, როგორიცაა მეხსიერება, ფოკუსირება და პრობლემის გადაჭრის უნარები.

სტრესის მართვა: ის გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სტრესი ტვინზე და გვთავაზობს სტრატეგიებს სტრესის მართვისთვის, ტვინის ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

პრაქტიკული სტრატეგიები: წიგნი სავსეა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და რჩევებით, რომლებიც შექმნილია ტვინის სხვადასხვა უბნების გასააქტიურებლად, გონებრივი მუშაობის გასაუმჯობესებლად და პირადი და პროფესიული მიზნების მისაღწევად.

სამოქმედო რჩევა:
იმისათვის, რომ თქვენი ტვინი ჯანმრთელი იყოს, ისწავლეთ. როცა რაღაც ახალს სწავლობ, მაგალითად ენას, შენმა ტვინმა უნდა იმუშაოს ახალი ნეირონული კავშირების დამყარებით, რაც მას ჯანმრთელობას უნარჩუნებს და ხელს უშლის დემენციის განვითარებას. ახლის სწავლის საუკეთესო საშუალებაა ევრისტიკული მეთოდი: ანუ, ივარჯიშე რაც შეიძლება მეტი და ისწავლე საცდელი და შეცდომის გზით. ეს გაზრდის თქვენს ინტუიციურ ცოდნას იმ საგნის შესახებ, რომელსაც ეუფლებით. ასე რომ, თუ თქვენ სწავლობთ ახალ ენას, მაგალითად, უნდა ისაუბროთ, წაიკითხოთ, მოუსმინოთ და დაწეროთ რაც შეიძლება
დანარჩენ ფოტოებში კი მოცემულია წიგნის ძირითადი იდეების ნარატივი.

Address

14th Street Of Te Village Skhvitori, Sachkhere Municipality
Sach'khere
4000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Blogtor by Oho Solutions posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share